მამუკა ბახტაძე: მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში
10-12-2018, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში დღეს მოქმედი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები დასახულ მიზნებსა და ამოცანებს არ პასუხობდა.

 

 

ახალი საბაჟო კოდექსი შემუშავდა ე.წ ღია პლატფორმაზე, რომელში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა.

 

 

პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეწარმეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ინიციატივების წარმოდგენისთვის მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენი ხედვაა, საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ მიზნის მიღწევისთვის.

 

 

ახალი საბაჟო კოდექსი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან. მნიშვნელოვნად გამარტივდება გაფორმების ახალი წესები დადეკლარირების ფორმები; იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები; შემოღებული იქნება გარანტიის ახალი სახეობები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ჩვენს საბაჟო კოდექსს ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი