საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, „უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების" მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას.
როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუტები არის საკმაოდ ძლიერი საიმისოდ, რომ მოახდინოს მსგავსი ქმდებების პრევენცია.
„ეს საკითხი, ბუნებრივია, ძალიან რეზონანსული და აქტუალურია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის სიურპრიზი. საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალაუფლებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი. ამ სიტყვაში იგულისხმება მართლაც რომ ყველაფერი. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიზანია, მოახდინოს მსგავსი ქმედებების პრევენცია. მე წინასაარჩევნო პერიოდშიც და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, ნურავის ექნება ილუზია, რომ გარკვეულ დისონანსს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფო ინსტიტუტები არის საკმარისად ძლიერი, რომ მოახდინონ მსგავსი ფაქტების გამოაშკარავება, საზოგადოებას კი, აქვს უფლებამოსილება, შეაფასოს სრულიად უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების საქციელი“, განაცხადა მამუაკ ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.