მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებზე, სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო ზომებზე იმსჯელეს დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თათბირი გამართა, რომელსაც მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბონდო სოფრომაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 1-2 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საკითხზე, თუ რა გაკეთდა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი ასევე სამსახურის ხელმძღვანელებისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები და დავალებები გასცა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.