ვანის მუნიციპალიტეტში, 2018 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ვანის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა განუცხადა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.
გოგორიშვილის თქმით, მიმდინარე წელს პრიორიტეტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო, რასაც, როგორც მერი ამბობს, მოწმობს ის, რომ რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული 16 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 15 სწორედ ქალაქსა თუ სოფლებში გზების კეთილმოწყობას ითვალისწინებდა.
„რეგიონული განვთარების ფონდიდან გამოყოფილი გვქონდა 6 792 000 ლარი, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 357 000 ლარი იყო.
მიმდინარე წლის განმავლობაში სულ 16 პროექტი იყო დაგეგმილი, მათგან 12 უკვე დასრულდა, 4 პროექტზე კი, მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული ოთხი პროექტი 2019 წელს დასრულდება.
წელს პრიორიტეტი ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო. 16 პროექტიდან 15 სწორედ გზების კეთილმოწყობას ითვალისწინებდა, დარჩენილი ერთი კი, შუამთის საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულებას გულისხმობს. შუამთაში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარეობის პროცესშია. პროექტი, რომელიც 150 000 ლარით არის დაფინანსებული, ან წლის ბოლომდე, ან 2019 წლის იანვარში დასრულდება.
რაც შეეხება 15 პროექტს, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებდა, ამ დროისთვის დასრულებულია მუშაობა შემდეგ პროექტებზე:
ტობანიერი-ყუმურის მიმართულებით გზის აღდგენა - აქ კომუნისტების დროსაც არ ყოფილა გზა;
გორა-უხუთის დამაკავშირებელი გზის აღდგენა - პროექტის მიხედვით, გზა უხუთის ცენტრამდე გაკეთდა. არც აქ ყოფილა არასდროს ასფალტირებული გზა;
ბზვანის თემში ვარციხე-დაფნარის გზატკეცილიდან ბზვანის მიმართულებით არსებული გზის აღდგენა;
ამაღლება-საპრასიის თემის დამაკავშირებელი გზა - კოპიტნარის მიმართულებით 2-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა.
ასევე გქონდა პროექტი, რომელიც ინაშაურის მიმართულებით ამაღლება-საპრასიის თემთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას გულისხმობდა.
ქალაქ ვანში გვქონდა ასევე ოთხი პროექტი, რომლებიც - 26 მაისის, წერეთლის, გიორგაძისა და წმინდა ნინოს ქუჩების აღდგენას ითვალისწინებდა.
ამჟამად მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში შუა გორა-ზედა გორას მიმართულებით", განუცხადა GUARDIAN.GE-ს ალექსანდრე გოგორიშვილმა.
ვანის მერის თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
„ადგილობრივი ბიუჯეტიდან 387 000 ლარით დავაფინანსეთ სამი პროექტი. 167 000 ლარი დაიხარჯა სალხინო-ზენობანის მიმართულებით 1.5-კილომეტრიანი გზის აღდგენაზე.
მეორე პროექტი იყო ქალაქ ვანში ვაჟა-ფშაველას ქუჩის აღდგენა, რაზეც 140 000 ლარი დაიხარჯა.
მესამე პროექტი კი, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ოთხი სპორტული მოედნის გაკეთებას ითვალისწინებდა. აღნიშნულ სამუშაოებზე 80 000 ლარი იყო გათვალისიწინებული. სამივე პროექტი ამ დროისთვის დასრულებულია", განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.