საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებაზე კომენტარს აკეთებს.
დავით სერგეენკოს თქმით, გაიოზ თალაკვაძის მიერ მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვება ურთიერთშეთანხმებით მოხდა და მისი შემცვლელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა დღეის მდგომარეობით, კონკრეტული შემცვლელი გამოკვეთილი არ არის.
მინისტრის განცხადებით, გაიოზ თალაკვაძემ სამინისტროში მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი და საკმაოდ მძიმე სამუშაო შეასრულა. ხელმძღვანელობდა სოციალური მომსახუროების სააგენტოს, რამდენიმე თვის განმავლობაში კი მინისტრის მოადგილის პოზიციაზე იმუშავა.
"ამ პერიოდში მან მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი შედეგის დადება შეძლო, თუმცა ასეთი ტიპის სამუშაოები ხშირად მოითხოვს აქტივების ცვლილებას და სწორედ ეს ცვლილება განხორციელდა ბოლო დღეებში. ეს იყო ურთიერთშეთანხმებით, ორივემ ერთად ცივილურად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა ასე მოვქცეულიყავით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამარ ბოდოკიას შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ იგი ახლა შვებულებაშია და მის საკითხს მისი შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ გადაწყვეტს.
"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების და მედიის ინტერესი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა საკადრო გადაადგილებებზე. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ამ წლების განმავლობაში, მაგალითად, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამჯერ შეიცვალა, არავის უკითხავს ამაზე, ამ დროს ეს არის პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი დეპარტამენტი. ასევე არავის უკითხავს ჩემთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე, რომელიც ასევე სამჯერ შეიცვალა. ეს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედის მხარჯველია. რაც შეეხება, მედიის ინტერესებს, არ ვიცი, ალბათ, მათ აქვთ ამის მიზეზი. თუმცა ბოდოკია დღეის მდგომარეობით შვებულებაშია. როდესაც გამოვა შვებულებიდან, გადავწყვეტთ შემდგომში როგორ გავაგრძელებთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.