უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტების მიღების მეშვიდე ეტაპი დაიწყო. 170-მდე რეკრუტს დღეს ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ უმასპინძლა, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის წარმატებით გავლა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტები ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიან კურსს გაივლიან. საბრძოლო მომზადების განმავლობაში ისინი ტაქტიკურ, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებულ უნარებს განავითარებენ და სადისციპლინო და საყარაულო წესდებებს შეისწავლიან. საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში ალგეთში ღია კარის დღეც გაიმართება, სადაც რეკრუტები ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაშე სასწავლო უბნებზე სპაციალურ სავარჯიშოებს შეასრულებენ და ბრძოლის ველზე სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცემათ.
რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს 2019 წლის 15 თებერვალს დაასრულებენ და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.