ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ
11-12-2018, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 


ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.წ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

 

 

ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ვ.წ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულ გ.რ.-ს სისხლია აღმოჩენილი.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ვ.წ. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ქ. თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე გ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და გ.რ.-ს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში მიაბჯინა და ესროლა. შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილიდან მასრა აიღო და მიიმალა.

 


სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ვ.წ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 


ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი