საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან დიალოგის რეჟიმი შენარჩუნდეს, რადგან, მისი თქმით, "გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები".
"საერთოდ ყველაფერი შეიძლება გადაიხედოს. ბუნებაში არაფერი არ არის ბიბლია და შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატს გადავხედოთ და შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. არც აბაშიძე-კარასინი და არც რაიმე სხვა არ არის იმ ტიპის მოცემულობა, რომელზეც ვიტყვით, რომ მორჩა, დავიფიცეთ და ამის იქეთ აღარ მივდივართ", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, იგი ამ ეტაპზე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
"ამ წუთას მე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმას თავისი მანდატი აქვს, თავისი საქმე და თავისი კონკრეტული თემატიკა აქვს. არხი უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები. მაგრამ ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა მუდმივად, ძალიან ხმამაღლა ისმოდეს ყველა შემთხვევაში, როდესაც რაიმე ასეთი ხდება და რაზეც აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა", - განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.