ლევან ხაბეიშვილი ია კერზაიას საქმეზე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს: თქვე კაი ხალხო, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს, ხომ დაიწვავდით თავს - დღეს რატომ არ აპროტესტებთ ამას
11-12-2018, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გახარია, შენ მოკალი კერზაია" - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნული ტრანსფარანტით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

 

 

„ერთი რამ მინდა ვკითხო შინაგან საქმეთა მინისტრს და ხელისუფლებას. ან ასეთი თანამდებობაა რად უნდათ, ან ასეთი ხელისუფლება რად უნდათ, ან ასეთ ძალაუფლება რად უღირთ, ან დედა არ ჰყავთ, ან ბებია არ ჰყავთ, ან მეუღლე, ან შვილი, ან ოჯახი არ ჰყავთ? ქალბატონი ია კერზაია არის პირდაპირი მსხვერპლი გიორგი გახარიასი. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს დარჩეს თანამდებობაზე და სამწუხაროდ, ლაჩრულად, ეს ადამიანი უკვე მერამდენე დღეა იმალება და არანაირ განცხადებას არ აკეთებს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით.

 

 

მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - თქვე კარგო ადამიანებო, თქვე კაი ხალხო, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს, ხომ დაიწვავდით თავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, ძალოვან უწყებებთან. დღეს რატომ არც ერთი თქვენგანი არ აპროტესტებს იმას, რაც დატრიალდა ქალბატონ ია კერზაიას ოჯახში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.

 

 

ოპოზიცია ზუგდიდის სკოლის დირექტორზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.

 

 

გარდაცვალებამდე ზეწოლაზე საუბრობდა თავად ია კერზაიაც. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ საარჩევნო პროცესში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩართვას სთხოვდნენ.

 

 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი