შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას გმობს, ოპოზიციას კი შეახსენებს, რომ ამ საკითხზე მთავრობა რეაგირებას ახდენს, ხოლო მისი თქმით, თუ "ვისი შედეგია და რატომ ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს, უკეთესი იქნება".
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სხვადასხვა სოფელში დგას და რაც ოკუპანტებმა გორის რაიონში გააკეთეს, ეს არ არის პირველი და უცხო.
"ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ამას", - განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაგრძელება, თუ უნდა შეიცვალოს მოლაპარაკებების ეს ფორმატი, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.
რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენს, გომელაურმა განაცხადა, რომ მილსადენს 7 წელია არავინ შეხებია. შს მინისტრი იმედოვნებს, რომ მილსადენს პრობლემა არც ამჟამად შეექმნება.
"არ არის მანდ პრობლემა, ძალიან ახლოს გადის. აქამდე შვიდი წელი გავიდა და არავინ შეხებია ამ მილსადენს და არც ახლა მგონია დაზიანდეს, რადგან მიწაშია ძალიან ღრმად. თუ ეს მოხდება, შესაძლებელი იქნება იმ კილომეტრნახევარის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოწევა, რა თქმა უნდა, ეს თანხები დაჯდება", - აღნიშნა გომელაურმა.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეაგირება ხდება.
"რეაგირება ხდება და ეს ვისი შედეგია და რატომ ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს, უკეთესი იქნება", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.