2018 წლის განმავლობაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე პროექტის ფარგლებში, 12 კმ-დე გზა გაკეთდა. როგორც ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.
„გზების მოწესრიგება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა.
დასრულდა ახალქალაქის ქუჩების აღდგენა - ჯამში 1 321 მეტრი გაკეთდა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 791 000 ლარი იყო;
ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გქონდა კიდევ ერთი პროექტი, რომლის ღირებულებაც 412 000 ლარი იყო. პროექტის ფარგლებში პატარ-პატარა ქუჩებისა და ჩიხების მოასფალტება მოხდა.
არაგვა-გომანის სავტომობილო გზის მოასფალტება - 2 393-მეტრიანი მონაკვეთის აღდგენა მოხდა, რაზეც 1 029 000 ლარი დაიხარჯა", განაცხადა იურიკ უნანიანმა.
ახალქალაქის მერის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რამდენიმე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდა.
„ძალიან კარგი პროექტი გვქონდა - ახალქალაქში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოასფალტება - ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 403 000 ლარი;
ბარალეთიდან-იხტილამდე მისასვლელი გზის მოასფალტება - სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 954 000 ლარით დაფინანსდა;
ბარალეთიდან-კოჭიოს მიმართულებით 975 000, დაახლოებით, 3-კილომეტრიანი გზის მოასფალტება", განაცხადა ახალქალაქის მერმა, რომლის თქმითაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით მოხრეშვითი სამუშაოებიც დაფინანსდა და ერთ-ერთი შესრულებულ პროექტთაგან არის ახალქალაქი-ხანდოს გზის მოხრეშვის პროექტი;
იურიკ უნიანის განცხდებით, საგზაო ინფრასტუქტურის გარდა, მიმდინარე წელს წყლის სისტემებისა და საბავშვო ბაღების, რიტუალების სახლებისა და სოფლის კლუბების შენობების აღდგენა მოხდა.
„დასრულდა სოფლებში ტურცხსა და ლომატურცხში სასწმელი წყლის სისტემების აღდგენა;
აზავრეთსა და ბარალეთში საბავშვო ბაღების შენობების, ხოლო ბურნაშეთში რიტუალების სახლის შენობის აღდგენა მოხდა; დააფინანსა რეგიონული განვითარების ფონდმა;
სოფელ სულდაში ადმინისტრაციული შენობის აღდგენითი, ხოლო სოფელ ვარევანში კლუბის აღდგენა დასრულდა;
ახალქალაქში და სოფლებშიც გარე განათებები მოეწყო;
ახალქალაქის ტერიტორიაზე, დასასვენებელ ადგილზე 5 ფანჩატური გაკეთდა;
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ ასევე სტიქიის შემდეგომი სამუშაოები, მათ შორის იყო სოფელ ბურნაშეთში კლუბის შენობის სახურავის აღდგენა, სოფელ ჩუნჩხის რიტუალების სახლის სახურავის აღდგენითი სამუშაოები", განაცხადა ახალქალაქის მერმა.
იურიკ უნანიანის თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტთაგან იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც ვერ დასრულდა და ისინი 2019 წელს განხორციელდება.
„ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ეზოების კეთილმოწყობა უნდა განხორციელებულიყო; სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა, კლიმატური პირობები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ასფალტირება მოხდეს, ამიტომ, სამუშაოები გადავა 2019 წელში;
სოფელ ვაჩიანში სკოლამდე არსებული გზის მოასფალტება. სამუშაოების 85% შესრულებულია; გასაკეთებელია საფეხმავლო ბილიკი. სამუშოები მომავალ წელს დასრულდება;
გვქონდა პროექტი, რომელიც 9 აპრილის მემორიალის მოწყობას ითვალისწინებდა. გამოცხადდა ტენდერი და არავინ მიიღო მონაწილეობა. განმეორებით ტენდერი აღარ გამოგვიცხადებია, რადგან უკვე სამუშაოების ჩატარება გვიანდებოდა. ეს პროექტი 2019 წლის გაზაფხულზე გაკეთდება", უთხრა GUARDIAN.GE-ს ახალქალაქის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.