თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებს, რომელთა მიხედვითაც, საბავშვო ბაღის 61 000 აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა და რომ მერია საახალწლო სცენის მოსაწყობად 2 მილიონ ლარს ხარჯავს, ტყუილს უწოდებს.
მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, რომ „რუსთავი 2"-ს არც ერთი ტყუილი არ „გაუტარონ".
„მინდა შევეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სიცრუეებს. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ, რომ არ მოგვიწიოს პასუხის გაცემა სიცრუის მანქანებზე - იმ ტყუილებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ სხვაადასხვა მიმართულებით. რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებზე, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არც ერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ ამ ტელეკომპანიას იმიტომ, რომ ამას ისმენს საზოგადოება, ისმენს მოსახლეობა და ბევრს შემდეგ ეს ჰგონია სიმართლე. ამიტომ, ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება და ყველა ტყუილზე უნდა ითქვას ის, რაც ხდება რეალურად.
რამოდენიმე დღის წინ, გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს 61 000 ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია, რატომ აწვდიან მოსახლეობას ამ ინფორმაციას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს სიუჟეტი იყო 6 რიცხვში და საოცარია ის, რომ ტენდერი კვებაზე გამოცხადებული იყო 4 რიცხვში და დღეს მთავრდება თუ არ ვცდები. ახლაც შეუძლებელია ვნახოთ, თუ ვინ არიან მონაწილეები, რადგან დახურულია. გვეცოდინება გამარჯვებული, როდესაც გაიხსნება და დასრულდება პროცედურები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე პირადად ვარ ვალდებული ჩემი მოსახლეობის წინაშე, ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ ყოველთვის მივაწოდო სწორი ინფორმაცია და ჰქონდეთ წვდომა იმ საკითხებზე, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს.
მეორე თემა - ეს არის გუშინ გაკეთებული სიუჟეტი საახალწლო ღონისძიებებზე, თითქოს, დედაქალაქის მერია სცენის მოწყობაში ხარჯავს 2 მილიონ ლარს. ციფრები, რომლებიც მათ მოიტანეს, რომ დავაჯამოთ ეს ციფრები, გამოდის მილიონ 61 000. საიდან მოიტანეს ციფრი 2 მილიონი, გაუგებარია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, რომ ეს არის ტენდერი სცენაზე, მოწყობილობებზე 2018-2019 წლებში ჩასატარებელ ღონისძიებებზე. ჩვენ იცით, რომ ძალიან ბევრ ღონისძიებებს ვატარებთ მთელი წლის განმავლობაში და გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, რომ თითოქს საახალწლოდ სცენა უნდა მოვაწყოთ და გადავხუროთ. შეიძლება კახი კალაძე არ მოგწონდეთ, „ქართული ოცნება" არ მოგწონდეთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში. ყოველთვის ჩვენ მივაწვდით მოსახლეობას სწორ ინფორმაციას და ყოველთვის იქნებით მხილებულები", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.