პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე შსს და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამხილა
13-07-2015, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტი.


პროკურატურის ინფორმაციით, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ უკანონოდ ჩარმორთმეული 6 ა/მანქანა და 1 უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი.


"კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით სიდამონიძე, რომელიც თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევას.


სხვადასხვა დროს, 2010-2011 წლებში, დიდუბე - ჩუღურეთის პოლიციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: გიორგი რეხვიაშვილი, პარსამ ზალიანიანი და შმაგი რატიანი.
შსს მაღალჩინოსანი დავით სიდამონიძე თავისთან იბარებდა ბრალდებულის ოჯახის წევრებს და ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვდა პოლიციისა და პროკურატურისთვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.


პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ გიორგი რეხვიაშვილის ოჯახის წევრებმა 28 000 აშშ დოლარად შეიძინეს "მერსედეს-ბენც ML 350" ავტომობილი, ხოლო 30 000 აშშ დოლარად "ჰიუნდაი სონატა".


ბრალდებულ შმაგი რატიანის და პარსამ ზალიანიანის ოჯახის წევრებმა კი "ფოლკსვაგენის"ცენტრში შეიძინეს 61200 ლარად და 31 000 აშშ დოლარად ღირებული "ფოლკსვაგენ პასატი" ფირმის ორი ა/მანქანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.


ხსენებული ა/მანქანები კი გადაფორმდა შსს და პროკურატურის სახელზე და მისით სარგებლობდნენ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები.


აღსანიშნავია, რომ დავით სიდამონიძემ სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის სამივე ეპიზოდი და განაცხადა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა, მათი ჩუქების გზით მიღება, იყო იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დამკვიდრებული მანკიერი პრაკტიკა, რითაც ბოროტად სარგებლოდნენ პოლიციის და პროკურატურის თანამდებობის პირები.


ასევე, მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ გივი თოდაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, გასცა მითითება კუდის ბაზაზე გადაეყვანათ ბრალდებულის კუთვნილი "რენჯ როვერი"-ს და "კრაისლერი"-ს მარკის ავტომობილები, რომელთა დათმობის სანაცვლოდაც შემდგომში ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას დაეკისრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 195 000 ლარი. ჩამორთმეული ა/მანქანებიდან, ერთ-ერთით, კერძოდ კი ,,კრაისლერი"-ს მარკის ა/მანქანით სარგებლობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია.


დანაშაულში მხილებული მესამე საჯარო მოხელე კი წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ყოფილ თანამდებობის პირს, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმრო დაწესებულების დატოვების სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმა ირაკლი მახარაშვილმა დათმო და მიატოვა სოფელ დიღომში მდებარე 357 000 დოლარის ღირებულების 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.


ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე.


აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.


ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ხუთივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 5 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ხუთივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ შსს, პროკურატურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი 6 ა/მანქანა და ერთი უძრავი ქონება.


ხსენებული ქონებების დასაბრუნებლად, პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 41
#41   Sallie
      
References:


Australian online casinos that accept wire transfer
guzhen0552.cn
გუშინ, 23:46
#40   Heike
      
References:


Neosurf prepaid voucher casino australia bbs.pku.edu.cn
გუშინ, 16:00
#39   Francesca
      
References:


Neosurf online gambling australia neosurf top up casino australia
გუშინ, 15:04
#38   Cornelius
      
References:


Neosurf voucher online casino http://bbs.abcdv.net/home.php?mod=space&uid=2184606
გუშინ, 11:33
#37   Alfie
      
References:


Mobile pokies payid fast payout payid pokies
21 ოქტომბერი 2026 22:24
#36   Scot
      
References:


Pay id pokies australia https://git.arteneo.pl/
20 ოქტომბერი 2026 21:13
#35   Duane
      
References:


Wire transfer casinos aud mapleprimes.com
20 ოქტომბერი 2026 14:21
#34   Flossie
      
References:


Top payid pokies australia graph.org
20 ოქტომბერი 2026 13:06
#33   Blondell
      
References:


Neosurf casino vip program australia $5 minimum deposit casino neosurf australia
19 ოქტომბერი 2026 10:53
#32   Susan
      
References:


Bpay pokies withdrawal https://jszst.com.cn/
18 ოქტომბერი 2026 15:24
#31   Lynne
      
References:


Safe BPay pokies https://neolatinswiki.site/
18 ოქტომბერი 2026 12:28
#30   Sharyn
      
References:


Osko casinos for australian players www.qilurexian.net
17 ოქტომბერი 2026 20:11
#29   Beverly
      
16 ოქტომბერი 2026 01:05
#28   Johnie
      
References:


Bank transfer casino Australia australian casino wire deposit
14 ოქტომბერი 2026 01:56
#27   Barry
      
References:


Neosurf blackjack casino australia new neosurf online casinos aus
14 ოქტომბერი 2026 01:11
#26   Fredric
      
References:


Is neosurf safe for online casinos https://androidonly.com/user/switchnepal3/
13 ოქტომბერი 2026 23:52
#25   Dewey
      
References:


Casino bank transfer withdrawal australia https://gmerago.com
11 ოქტომბერი 2026 21:55
#24   Carolyn
      
References:


Instant bank transfer withdrawal casino australia melton-bates-2.technetbloggers.de
11 ოქტომბერი 2026 03:07
#23   Bernice
      
References:


Best neosurf casino australia how to use neosurf
at casino australia
6 ოქტომბერი 2026 21:25
#22   Janine
      
References:


1 minimum deposit casino australia payid new payid pokies australia
4 ოქტომბერი 2026 13:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი