გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს.
როგორც ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ, რომელმაც „ყურთ არ იღო" ოპოზიციის „კომპრომისული შეთავაზებები", „გვინდა გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა".
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის განცხადებით, თელავის მასშტაბური აქციის გარდა, აქციები დედაქალაქსა და სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
„16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელში მონაწილეობას მიიღეს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია", განცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.
16 დეკემბერს, თელვაში, ერეკლე მეფის სასახლეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.