ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება, ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, გადაწყეტილებაში „ერთი მარცვალიც რომ იყოს" სწორი, მაინც დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური იქნება, რადგან ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაზე.
„ცალსახად ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე უკვე მერამდენე, სათვალავი მართლა ამერია და მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი როგორც ასეთი. ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თვითონ იმიტომ, რომ ძალიან ბევრს წვალობენ. ამავდროულად, მინდა პირდაპირ ვთქვა, აი, ამ ცვლილების იურიდიული აბსურდულობა - ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება ამ პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის, მათ აი, ამ პროფესიონალებთან, აი, ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ. ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას.
ერთი მარცვალიც რომ იყოს ამაში, ამ გადაწყვეტილებაში სწორი, ეს ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, მაშინ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე.
მინდა აი, ამ აბსურდის, ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ვიდრე ისინი ამ აბსურდს ქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათ წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ. საკუთარ აბსურდში მათ ეს ახალგაზრდები დაარწმუნებდნენ”, განაცხადა აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.