სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ნატო მზად არის, ჩვენთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიური იყოს
12-12-2018, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა მედიას განუცხადა, შეხვედრაზე  ნატო-სა და საქართველოს თანამშროლობა, ნატო-ს მხარდაჭერა და ქვეყნის მთავარი გამოწვევები განიხილეს.

 

 

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ევროპისთვის და ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას, რომელიც ასევე ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაა.

 

 

ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან ბევრი საერთო საქმე გვაქვს სხვადასხვა საკითხებში, რომელიც ყველა ფორმას და მათ შორის, კიბერუსაფრთხოებასაც ეხება. დღეს რა ახალი გამოწვევებიც არსებობს, ცრუ ინფორმაციის სახით, რომელსაც დიდ წილად რუსეთი იყენებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორი არის დღევანდელი საქართველოს შეტანილი წვლილი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს იცნობდნენ ისეთ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავის წვლილი შეაქვს.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო მზად არის, ჩვენთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიური იყოს. ვიზიტები გრძელდება, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა და ეს ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელით დაიწყება, სადაც ნატო და ევროკავშირი მდებარეობს. აუცილებელია, რომ ჩვენ ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება”, უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი