საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც აპატურაიმ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის, ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
„ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მე ვისაუბრე ჩვენს პარტნიორობაზე და ამ პარტნიორობის მიმართ ნატო-ს ურყევ პოზიციაზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერაზე.
მივესალმე არჩეულ პრეზიდენტის გზავნილებს, რომლებზეც მან „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გაატარებს, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ეს მოხდეს.
ვისაუბრეთ იმ პოლარიზებულ გარემოზეც, რაც საქართველოშია. ამ თემით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა საუბარი, აგრეთვე გეგმებზე პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის შესახებ, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში. მინდა სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, უთხრა მედიას აპატურაიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.