საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, რომ ყველა გასამართლდებოდა. ინაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას რეპლიკები მოჰყვა.
„ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში", მიმართა ინაშვილმა მელიას, შემდეგ კი, სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა, მასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა.
„ერთხელ ჩხუბი ჯობია, მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ", განაცხადა ირმ ინაშვილმა.
ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ვითარება დარბაზში იმდენად დაიძაბა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურს სთხოვა დახმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.