გოჩა ენუქიძე: „ევროკავშირის 6.8 მლნ ევროს პროექტი გვაძლევს დამატებით რესურსებსა და სარგებელს გაუმჯობესდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“
12-12-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გაუმჯობესებს“ -ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ საქართველოში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის დაწყებას მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად 6.8 მლნ ევროს გამოყოფას.

 


მისი განმარტებით, თანხა ხელს შეუწყობს ზემო სვანეთის, რაჭა - ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის განვითარებას. ” 4 წლიანი პროექტი 2019 წელში დაიწყება და ერთობლივად დაფინანსებულია ევროკომისიის(3 მილიონი ევრო), შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ(1 მილიონი ევრო). პროექტის შემუშავდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად”.

 

 

ფრაქციის თავმჯდომარე, ლენტეხის, ცაგერის, მესტიის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეს მიაჩნევს, რომ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის სახელმწიფოების ერთობლივი პროგრამა მთის რეგიონებს განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს, რათა არსებული დადებითი ტენდენციები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გაორმაგდეს.

 


„ჩვენს მაღალმთიან რეგიონებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე. ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან ერთად ჩვენს რეგიონებს აქვთ კარგი შესაძლებლობა მთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაც ადგილობრივ ორგანულ პროდუქციას უხსნის სარეალიზაციო ბაზარს უცხოეთში. ეს კი გვაძლევს ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას, რაც არის პასუხი მიგრაციის“- აცხადებს ენუქიძე.

 


ინფორმაციისთვის: სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორცილებას. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, სამთო/სამოგზაურო გიდების და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

 


ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროექტი გულისხმობს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი