საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით აღდგება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საზოგადოება სწორ ინფორმაციას მიიღებს, ვნებათაღელვა არ იქნება.
„კვირა დღეს ნამდვილად აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება რეალურად მორატორიუმი, აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება. ანუ, კვირა დღეს, აბსოლუტური ფორმით აღდგება მორატორიუმი, გამომდინარე, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან, რომელიც შევა ძალაში სწორედ ინაუგურაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დამატებით ამ საკითხის განხილვის საჭიროებას ვერც მე ვხედავ. რაც შეეხება საზოგადოების ვნებათაღელვას, თუ მივაწვდით სწორ ინფორმაციას საზოგადოებას ამ საკითხის თაობაზე, ამ შემთხვევაში, ვნებათაღელვაც არ იქნება. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ კვირა დღიდან მორატორიუმი აღდგება აბსოლუტური ფორმით. თუ ეს ეცოდინება საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ვნებათაღელვაც არ იქნება“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.