ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: რა გინდათ ახლა, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ თუ რა გავაკეთოთ?
12-12-2018, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა გინდათ ახლა, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ თუ რა გავაკეთოთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

„შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს ვინმეს ისეთი, კარგად განვმარტოთ, რა როგორ არის. არავის სჭირდება სწავლა, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ.

 

 

რაც არ უნდა კრიტიკული აზრი იყოს, უნდა თქვა, აქვს ვიღაცას ამის კულტურა, რომ თქვას და ვიღაცას – არა. ამიტომ იწვევთ ამ მდგომარეობას. ვინ იყო ახლა აქ ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენთვის რამე ეთქვა და გადასულიყვნენ იმ ჯებირს. თქვენ რა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, რვაასჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, მე აღარ მესმის. გაქაჩვ-გამოქაჩვები რა უბედურებაა. საჩხუბო მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია. ბოდიში მაინც მოიხადეთ, რომ არასწორად მოიქეცით. ზის კაცი, ყეფს, არ შეიძლება, რაც არ უნდა მტყუანი იყოს კაცი, არ უნდა გადახვიდე მის პირად შეურაცხყოფაზე“, განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 

საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი