„მოგიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოაწყოთ აქ? და რომ წააგებ მერე შენ უნდა გცემონ გარეთ, დერეფანში? ა, ვერ გცემენ იმიტომ, რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს? გინდათ ძალიან 90-იანებში დაბრუნება? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულ მხარეზე იქნებით? მაგრად ცდებით, მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლების წევრებს პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.
„ჩვენ მხარესაც უნდა იყოს შეიარაღებული რაზმები? ამისკენ მოგვიწოდებთ? ვერ გავიგე? აბა როგორ იქნება სხვანაირად? დღეს თქვენ გყავთ სხვანაირი ოპონენტები. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის რომ აქამდე მიიყვანოთ ვითარება. დროზე გამოიბერტყეთ ყური და დავჯდეთ საარჩევნო რეფორმაზე", განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
ნიკა მელიას მწვავე გამოსვლას პარლამენტში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.