საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელება აღნიშნეს და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები დასახეს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შემდეგ წლებში პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებებითა და მაღალი დონის ვიზიტებით.
ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და ალიანსის სახელით საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.