ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი საბერძნეთის საკითხის გამო გადაიდო
13-07-2015, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გადაიდო. ევროკავშირის ვებ-გვერდზე დონალდ ტუსკის დაგეგმილი ღონისძიებების განახლებული გრაფიკი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში ვიზიტი აღარ ფიგურირებს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ვიზიტის გადადების თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა როგორც უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, მსგავსი ინფორმაცია მასაც აქვს და დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. ამასთან, კერესელიძის თქმით, საუბარია ვიზიტის მცირე ხნით გადადებაზე.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში საბერძნეთთან დაკავშირებული ვითარების გამო გაუქმდა , - ამის შესახებ  ევროპული საბჭოს პრეზინდეტის პრესსპიკერმა პრებენ აამანმა განაცხადა.


საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. ვიზიტის პირველ დღეს ბათუმში დაგეგმილი იყო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან, 15 ივლისს კი, თბილისში შეხვედრები - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დონალდ ტუსკი ხურვალეთში ჩასვლას და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავდა.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის შედგება დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი