„კონსერვატორი“ დეპუტატები კენჭს უყრიან დარჩება თუ არა ტერეზა მეი თავიანთ ლიდერად. კენჭისყრის შედეგი გრინვიჩის დროით 20:00 საათის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბოლოჯერ მიმართა თემთა პლატის რიგით დეპუტატებს მათთან ემოციური შეხვედრისას და მოუწოდა მხარი დაუჭირონ მას. მეიმ მათ უთხრა, რომ იგი არ უხელმძღვანელებს პარტიას 2022 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებზე, მაგრამ სურს, რომ დარჩეს თანამდებობაზე, რათა ბოლომდე მიიყვანოს „ბრექსიტის“ შეთანხმება, განაცხადეს დეპუტატებმა.
ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც „ტორების“48 დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მათ თავიანთი პარტიის ლიდერისადმი უნდობლობა გამოხატეს.
„კონსერვატორების“ დეპუტატთა უმრავლესობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ პრემიერ მინისტრს, მაგრამ კენჭისყრა ფარულია და აქედან გამომდინარე უესტმინისტერის სასახლის ნომერ 14 დარბაზში კენჭისყრის წინ პარტიის მენეჯერები ნერვიულობენ.
მოელიან, რომ შედეგი მალევე გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც კენჭისყრა გრინვიჩის დროით 20:00 საათზე დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.