ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა. შეხვედრის დროს საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმასა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების თაობაზე.
აღინიშნა, რომ დასრულდა ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის სამართლებრივი გარემოს შემუშავებასა და დანერგვაზე და სხვ. ითქვა, რომ აღნიშნული ნორმატიული ბაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ ენერგობაზარზე საერთაშორისო ბიზნეს-წესების დამკვიდრებას და ახალი ინვესტიციების შემოდინებას, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ევროპულ ნორმებსა და მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიმდინარე რეფორმები და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.