მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ აქციები იყიდა და ახლა „აპირებს უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს“ და უკვე „ივანიშვილი იქნება ერთადერთი მთავარი მევახშე საქართველოში“
13-12-2018, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთელ ქვეყანას, უკლებლივ ყველა ეკონომიკურ სფეროს, რომელიც არის საქართველოში, თავიდან ბოლომდე ჯიბეში იდებს ივანიშვილი“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 


მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორი უმსხვილესი ქართული ბანკის „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ აქციები იყიდა და, ახლა იგი „აპირებს უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს“ და მთლიანად საკონტროლო აქციები ჩაიგდოს ხელში, რის შემდეგაც, სააკაშვილის თქმით, უკვე „ივანიშვილი იქნება ერთადერთი მთავარი მევახშე საქართველოში“.

 


ქართული ეკონომიკის ყველა მსხვილი სფეროს დაპატრონების შემდეგ კი, იმ პირობებში, როცა „საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი აღარ არსებობს“, სააკაშვილი შიშობს, რომ თუ ქართული საზოგადოების და ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, „10 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება, 20 წლის შემდეგაც და 30 წლის შემდეგაც“.

 


„ყველამ იცის, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული ჩვეულებრივი ადამიანებით, მათ შორის ‘ოცნების’ წევრებით, ყველამ იცის, რომ ეს არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა. არჩევნების მოპარვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დემოკრატია გარდაიცვალა; საქართველოში დემოკრატია აღარ არსებობს; საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი აღარ არსებობს და თუ ჩვენ რამე, თქვენთან ერთად არ ვქენით ამასთან დაკავშირებით, 10 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება, 20 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება, 30 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება - შეიძლება უკვე უტა იყოს, ბერა იყოს.

 

 

ამ კაცს მიაჩნია, რომ მან საქართველო პრაქტიკულად ჩაიდო ჯიბეში. რას აკეთებს ახლა? იყიდა „საქართველოს ბანკის“ აქციები, იყიდა „თიბისის“ აქციები, ახლა აპირებს უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს, იმიტომ რომ საკონტროლო აქციები სჭირდება, მთლიანად იღებს ხელში მთელ საბანკო სექტორს, ხომ მოგატყუათ, რომ მილიარდებს ჩამოგაწერთო? საბანკო სექტორს იღებს მთლიანად ხელში. ე.ი. იქნება ერთადერთი მთავარი მევახშე საქართველოში. მანამდე მთლინად ჯიბეში ჩაიდო, ვითომ რუხაძის მეშვეობით, სინამდვილეში თვითონ იყო ეს ყველაფერი, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებული აქციები და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არის კაცი, რომელიც მთლიანად იღებს ხელში მთელს ამ მევახშე ინსტიტუტებს; მთლიანად აიღო ხელში ცემენტის ბიზნესი, ახლა ტყიბულს ართმევს, „საქნახშირს“ ბეჟუაშვილს, რომელიც დაუწვა მანამდე არჩევნებამდე, მაგრამ მაინც ართმევს, ვერ უშველა ამან; ანაკლიის პორტს, ლაზიკას, ავტომატურად წაიღებს იმიტომ, რომ ხაზარაძის ბანკი მიაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ბოლომდე დაუწვა, მაგრამ ამანაც არ უშველა; სიგარეტს აძვირებს ახლა იმიტომ, რომ ომეგა განდევნა ბაზრიდან; ხდება მონოპოლიზაცია სოფლის მეურნეობის პრდუქტების, ხორბლის შემოტანის; გაძვირდა პური;

 

 

საწვავის ფასი შემცირდა თითქმის 30%-ით მსოფლიო ბაზარზე და საქართველოში რატომღაც არ აისახება იმიტომ, რომ საწვავის ფასსაც აკონტროლებს მთლიანად ივანიშვილი; ახლა გამოაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის დაპრივატება უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზაციასაც აპირებს ივანიშვილი, პლუს საქართველოს ელექტროსისტემები. პრაქტიკულად, მთელ ქვეყანას, უკლებლივ ყველა ეკონომიკურ სფეროს, რომელიც არის საქართველოში, თავიდან ბოლომდე ჯიბეში იდებს ივანიშვილი“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი