საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელი დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯილდოები 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გამოჩენილ თავდადებას უკავშირდება.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის "ღირსების ორდენით", შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი მედლით "მხედრული მამაცობისათვის", ხოლო შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი კი "ღირსების მედლით" დააჯილდოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.