ჩინეთის პრეზიდენტი ში ძინპინი სალომე ზურაბიშვილს მისალოც წერილს უგზავნის და გამოთქვამს სურვილს, ჩინურ-ქართული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდეს
13-12-2018, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ში ძინპინი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და გამოთქვამს სურვილს ჩინურ-ქართული თანამშრომლობა მათი საერთო ძალისხმევის მეშვეობით, ახალ საფეხურზე გადავიდეს.

 


„მიიღეთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა თქვენი საქართველოს პრეზიდენტად არჩევის თაობაზე.

 


„ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ტრადიციული, მეგობრული და მოთანამშრომლე პარტნიორები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შემდეგ ჩინურ-ქართული თანამშრომლობა ინარჩუნებს მძლავრ იმპულსებს და რეგულარულად ძლიერდება სხვადასხვა დარგებში კავშირები.

მე ვაფასებ ჩინურ-ქართული ურთიერთობების დიდ მნიშვნელობას და მსურს მივცე ბიძგი ჩინურ-ქართული მეგობრული თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ჩვენი საერთო ძალისხმევის მეშვეობით, რომ ამით უფრო მეტად ისარგებლონ ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა.

 


გისურვებთ ჯანმრთელობას და ასევე დიდ წარმატებებს თქვენს ამ ახალ, მაღალ თანამდებობაზე საქმიანობისას.

 


ვუსურვებ თქვენს ქვეყანას აყვავებას, თქვენს ხალხს ბედნიერებას და ჯანმრთელობას“, ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ში ძინპინის მილოცვის წერილში, რომლის ჩინური დედნის ასლი და მისი არაოფიციალური ინგლისური თარგმანიც GUARDIAN.GE -ის სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა მიაწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი