ხულოს მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის
გარეშე დარჩა.
როგორც GUARDIAN.GE-ს ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბერიძემ განუცხადა, დაწყებულია მუშაობა შესაბამისი ჯგუფების მიერ და ენერგომომარაგება აბონენტებს უახლოეს საათებში აღუდგება.
„დაახლოებით, 350-400 აბონენტს არ მიეწოდება ამ დროისთვის ელექტროენერგია. მუშაობენ სპეციალისტები. როგორც გვეუბნებიან, უახლოეს საათებში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. საავტომობილო გზებზე, სკოლებსა და ბაღებში შეფერხებები არ ყოფილა", უთხრა GUARDIAN.GE-ს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბერიძემ, რომლის თქმითაც, ხულოში ისევ თოვს, თოვლის საფარმა კი, ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 15-20 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია.
ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებ, თუმცა, სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდანვე აღდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.