გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ონიანი უძღვებოდა, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
ფრაცქიის წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და სხვა პროგრამების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და მერიის საფინანსო საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, შალვა გურულიშვილმა წარუდგინეს.

როგორც 2019 წლის ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, მომავალ წელს პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, განათლებას, კულტურას, მოსახლეობის ჯანმრთლობის დაცვასა და სოციალურ პროგრამებს მიენიჭება.
საკითხის განხილვის შემდეგ, ფრაქციამ 2019 წლის ბიუჯეტი დადებითად შეაფასა.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.