მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის, 16 დეკემბრისთვის, მის მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისაკენ მოუწოდებს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ თუკი ქუჩაში 100 000 ადამიანი გამოვა, „სრულიად ახალი სისტემით, მაქსიმუმ ერთ კვირაში, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა.
„მე სიცოცხლე გადადებული მაქვს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად, კოორდინირებულად და მე არაფერზე უკან დამხევი არა ვარ. მოდით, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ თავზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია კვირა დღისთვის და მანამდე დღეებში და კვირის შემდგომ დღეებშიც. ამათ ეს არ უნდა შერჩეთ - ქართველი ერის ხმების მოპარვა. პატრიარქმა თქვა ხმები მოიპარესო, მსოფლიო თანამეგობრობამ თქვა, ხმები მოიპარესო, გააყალბესო. მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ? უბრალოდ ცნობად მივიღოთ, რომ გაგვძარცვეს თუ მოვუხმოთ თავმოყვარეობას, საკუთარ ღირსებას და დავდგეთ ფეხზე. და არ არიან ესენი [ხელისუფლება] ისეთი ძლიერები. ესენი დგანან ჩვენს შიშებზე და ჩვენს გადაუწყვეტელობაზე. ნუ გეშინიათ მათი. სათითაოდ შეიძლება ია კერზაიას გაუსწორდნენ, ნიკა რურუას გაუსწორდნენ, მე გამისწორდნენ, მაგრამ თქვენ, ერთი თმა არ ჩამოგივარდებათ, როცა ერთად ხართ. ძალა ერთობაშია. ერთად შეკრულ ისრების კონას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. ყველა პარტია გაერთიანდა, ყველა პარტია დადგა ერთად. ახლა ივანიშვილი ცდილობს, რომ იქ რაღაც ყალბი პროექტები შექმნას, სუფთა ოლიგარქიულ სტილში, რომ აქ არაა ყველა პარტია. როდისმე წარმოვიდგენდი, რომ გუბაზ სანიკიძე ჩემზე ახლა იმას ილაპარაკებდა, რასაც ლაპარაკობს? კაცმა თქვა პატიოსნად, რომ [ქათმის] ბარკლის ამბავზე შევცდი. და ახლა მართლა გაიგო ვის მიაქვს ბარკლის 1 ლარიც, 2 ლარიც და ორივე ბარკალიც სხვათაშორის. როდისმე წარმოვიდგენდი, რომ [ირაკლი] ოქრუაშვილი ასეთ პოზიციას დაიჭერდა? როდისმე წარმოვიდგენდი, რომ ყველა პარტია ასე შეიკრიბებოდა?! ფაქტია, რომ ყველა ხვდება რასთან გვაქვს საქმე“, აღნიშნა სააკაშვილმა და სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის დასმული ნიჰილისტური შეკითხვის, რომ მაინც არაფერი გამოვა, საპასუხოდ თქვა:
„თუ ქუჩაში დავდგებით 100 000, გარანტიას გაძლევთ, რომ სრულიად ახალი სისტემით მაქსიმუმ ერთ კვირაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.