საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ „საუკეთესო გამოსავალი იქნება", თუ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე დაბრუნდება.
მარგველაშვილის აზრით, სწორედ ამ ნაბიჯით უმთავრესი პრობლემა მოგვარდება - შეკითხვაზე, რა როლი ეკისრება ივანიშვილს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაღალი თანამდებობის პირები დაბნეული ღიმილით აღარ უპასუხებენ.
„საუკეთესო გამოსავალი იქნება ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და ბევრი რამე იქნება გასაგები ქართული საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვის....
ამ 5 წლის განმავლობაში ამ პოლიტიკოსებს რომ ეკითხებოდნენ ბიძინა ივანიშვილის როლზე, მორცხვად რომ პასუხობდნენ, გაუგებრად, აღიარებენ ამ როლს თუ არ აღიარებენ, ვერ გაიგებდი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრება პოლიტიკაში ესეც მიხარია", განაცხადა მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.