წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების სახელზე აგებული ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის დედას - მარინა გზირიშვილს საქართველოს საპატრიარქომ მადლობა გამოუცხადა და საპატრიარქოს სიგელი გადასცა. მის მიმართ პატივისცემა დაღუპული გმირის თანამებრძოლებმაც გამოხატეს და სპეციალური დაფა გადასცეს.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2009 წლის დასაწყისში ჩაეყარა. ეკლესიის მშენებლობისთვის ომში დაღუპული კაპრალის დედამ - მარინა გზირიშვილმა ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდი ჩამოაყალიბა. ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც მიიღო.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.