გენერალური შტაბის უფროსი სენაკში „დიდგორი 2018“-ის მიმდინარეობას გაეცნო
13-12-2018, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ მიმდინარეობას გაეცნო. სასწავლო პროცესი გენერალური შტაბის უფროსს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ გააცნო.

 

 

მართვის პუნქტში გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „დიდგორი 2018“-ის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სწავლების ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ოპერაციებს გაეცნო.

 

 

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), მთავრობის კანცელარიასა და სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე პარალელურად მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლების პირობითი სცენარიდან გამომდინარე, ტოტალურ თავდაცვაში ჩართული სახელმწიფო უწყებები, კომპეცენტიის ფარგლებში, შესაბამის ღონისძიებებს ასრულებენ და ჰიბრიდული ომისა თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებულ ურთიერთქმედებას ახორციელებენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით ხორციელდება. „დიდგორი 2018“ ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და მისი მიზანი კრიზისული თუ საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი