მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გათავისუფლდა. აბაზოვი სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
„მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ. მოტივად კი, ის დასახელდა, რომ გამოძიების მოცემულ ეტაპზე ყველა მთავარი მოწმე დაკითხულია და წარმოდგენილია ყველა წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსამართლემ მიიჩნია, რომ აბაზოვის მხრიდან გამოძიებისთვის ხელშეშლის ან მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება არ არსებობს და მას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა", განუცხადეს საზოგადოებრივ მაუწყებელს პროკურატურაში.
მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულების ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.