საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა
14-12-2018, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

„სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე - „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.

 

 

მომჩივნები ჩიოდნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა), დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა), კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-8 მუხლითა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტით (ეს უკანასკნელი მუხლი მითითებული იყო მხოლოდ კუდუხოვას საქმეში) უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ.

 


ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად სცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანთა მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რომ გამოეწვია აღნიშნული მუხლების დარღვევა. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანებმა ვერ მოახერხეს prima facie მტკიცებულებების წარდგენა მათი საკუთრების დაზიანების ან განადგურების თაობაზე. მე-8 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ომის პერიოდში მომჩივნების მცირე ხნით სხვა ქვეყანაში (რუსეთში) გადაადგილება ვერ ჩაითვლებოდა მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევად.

 

 

ზემოაღნიშნული პირებიდან მხოლოდ ერთი მომჩივნის - ჯიოევას საჩივრის ნაწილზე, ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-13 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, არსებული საქმის მასალების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეთხოვა მხოლოდ ამ მომჩივნის მოცემულ კონკრეტულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარდგენა", ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი