საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და წარუდგინეს ვიზუალური და ფოტომასალა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ბანერების დამონტაჟების თაობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით დონდუა იმედოვნებს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დახმარებას ამ საქმეში, ვინაიდან, მისი თქმით,"სამწუხაროდ, ჩვენი ერთადერთი იარაღი ამ პროცესში საერთაშორისო სამართალია".
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. საქართველოში შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, ვინაიდან შვეიცარია წარმოადგენს ასევე რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს მოსკოვში, ის აპირებს გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, გააანალიზოს საქართველოს მესიჯი და გაერკვეს არსებულ ვითარებაში.
"გაოცებული ვართ რუსეთის ამ ქმედებით. ეს არის სამწუხარო ქმედება და ჩვენ მოვისმენთ რუსეთის მხარის პოზიციას ამ ბანერებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საელჩო ძალიან დიდი სიფრთხილით შეისწავლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას მიიღებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან და შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეგზავნება ევროკავშირს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.