თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბთან 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
დაშავებულებიდან სამი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, ორს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ერთი ახალგაზრდა ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, მასაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.