დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში-ჩირიკში და უკანა მხარში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„უხვი ნალექის დროს, ხევის კალაპოტი დიდდებოდა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას - იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.
დამცავი ჯებირების მოწყობით აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.
სამუშაოებს ახორციელებს შპს „არქ ბილდინგი“, აღნიშნულია დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.