თელავის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავის ცენტრში აქციას გამართავს
14-12-2018, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავის ცენტრში აქციას მაინც გამართავს.

 


განცხადება აღნიშნულის თაობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

 

 

„გუშინ მერის წერილი მივიღეთ ყოვლად გაუგებარი, ყოვლად არაარგუმენტირებული და საუბრობს რაღაც თემებზე, რომელიც, პირველ რიგში, მისი საქმე არ არის და რაღაც დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად. ამიტომ, მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით", განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის ტერიტორიის გამოყოფის მიზნით, თელავის მერიას ორი დღის წინ მიმართა. მერიამ რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციას ალტერნატიული ტერიტორია - 9 აპრილის ქუჩა შესთავაზა.

 

 

16 დეკემბერს, თელავში ერეკელე მეფის სასახლეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი