ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და რაგბის კლუბ „თბილისის“ დამფუძნებელი, ბიძინა გეგიძე, ეხმაურება 2018 წლის 27 ნოემბერს, რაგბის კავშირის კუთვნილებაში არსებული 12 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „ანაგი დეველოპმენტზე“ გასხვისების საკითხს.
როგორც GUARDIAN.GE -ის პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხსენებული კომპანია დარეგისტრირდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და იმავე თვის 27 რიცხვში შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. გასხვისების პროცესის გამჭირვალობა კი კითხვებს ბადებს რაგბის სამყაროში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული გარიგება რაგბის განვითარების ნაცვლად, კერძო ინტერესებს ემსახურება.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიძინა გეგიძის, განცხადებით: „მზიურის ტერიტორიაზე 20000კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთირაგბისკავშირსსარაგბო ბაზის მოსაწყობად ქ. თბილისისმერის 1997 წლის 8 მაისისდადგენილებით გადაეცა. თბილისის ცენტრალური უბნების ურბანული ოკუპაციის, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დეფიციტის პირობებში, ვაკეში კომერციული მიზნებისთვის მიწების გასხვისება, სრულიად გაუმართლებელი და უგუნური პოლიტიკაა. კომერციალიზაციის შედეგად შემოსული თანხა თითქოს სპორტის განვითარებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ხმარდება, თუმცა, არა ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებში. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ფაქტია, რომ დღეს რაგბი ვაკიდან გაძევებულია და რაგბი უნდა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ცენტრს.
რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკითხის გადაწყვეტის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ტერიტორია წარმოადგენს მთლიანად რაგბის სამყაროს საკუთრებას და გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ რაგბის კავშირის ყრილობაზე. აღნიშნული არ წარმოადგენს რაგბის კავშირის პრეზიდენტის ან გამგეობის ერთპიროვნულ პრეროგატივას.
მეორე მხრივ, ყოვლად გაუაზრებელია დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, ქონების გასხვისებას რაიმე სახის სარგებელი მოაქვს სპორტის განვითარებისთვის. ქალაქის ცენტრალური უბნებში არსებული სპორტული ობიექტების ნაცვლად მრავალსართულიანი შენობების აშენება და ამის საპირწონედ, სპორტული ინფრასტრუქტურის გადატანა პერიფერიებში, საეჭვოა, ხელს უწყობდეს სპორტის განვითარებას. ეს ყველაფერი იძენს დრამატული განაშენიანების ფორმას. ჩვენ საქმე გვაქვს მახინჯ რეალობასთან, რომლის შესაცვლელადაც საზოგადოება და სახელმწიფო უნდა გადავიდნენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა თავიდან ავიცილოთ უკვე არსებული მძიმე შედეგები. აუცილებელია, გადაიხედოს პოლიტიკა და შეიცვალოს დღევანდელი მიდგომები, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის განაშენიანებასთან, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და ქალაქგეგმარებით პროცესებთან დაკავშირებით".
ბიძინა გეგიძე იმედოვნებს, რომ თბილისის ცენტრალური უბნები დამატებით არ მიიღებს დრამატული განაშენიანების სახეს რეკრეაციული ზონების ხარჯზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა რაგბის ბაზა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაკის მოსახლეობისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.