„თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს. თანდათანობით, სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და ასევე, რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, რაც უნდა აისახოს, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე, რომელსაც მიაწვდის ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებას, ანუ, კადრები - ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი და ასევე, უფლებამოსილებების და რესურსების გაფართოება და ყველა ამ მიმართულებით წარიმართება აქტიური მუშაობა“, აღნიშნა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.