გიორგი ვაშაძე: არაფორმალურ მმართველს, ივანიშვილს ამ კონსტიტუციით შეუძლია, როცა უნდა გაუშვას ნებისმიერი პრემიერ მინისტრი და დანიშნოს ახალი
14-12-2018, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო ძალდატანებით, ყოველგვარი დისკუსიის, მსჯელობის, რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე", აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესახებ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება.

 

 

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ „ერთი მხრივ, ბოლომდე დაასუსტა საპრეზიდენტო ინსტიტუტი, მეორე მხრივ, ფაქტობრივად, სრული კარტბლანში შექმნა არაფორმალური მმართველობისთვის ქვეყანაში".

 

 

„არაფორმალურ მმართველს, ივანიშვილს ამ კონსტიტუციით შეუძლია, როცა უნდა გაუშვას ნებისმიერი პრემიერ მინისტრი, დანიშნოს ახალი და ა.შ. სწორედ ამ უბედურების გამო გვჭირს ის ბევრი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ეს უბედურება, რაც დღევანდელ საკონსტიტუციო ჩარჩოშიც კი ქვეყანაში არის, კიდევ უფრო უარესდება ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოთი", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი