იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 16 დეკემბერს, თელავში დაანონსებულ აქციაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტი ნიშნავს, რომ სანქცირებულია აქცია თუ არასანქცირებული, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.
„ყოველთვის სჯობს, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ იქნება არასანქცირებული შეკრება, მაშინ მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაშიც არის მთავარი. მას აქვს ზღვარი და ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსცესები არ იყოს დაშვებული და ისეთი ინაუგურაცია ჩავატაროთ, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას”, განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.