გიორგი ქობულიამ „ნოვას“ ახალი საწარმო გახსნა
15-12-2018, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე.

 

 

გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი საწარმო არა მარტო ადგილობრივი, არამედ საექსპორტო ბაზრებისთვისაც.

 

 

„კომპანია, რომლის ახალი საწარმოც დღეს გავხსენით, ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მაგალითია. ამ პროექტში ჩაიდო 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია, აწარმოებს სამშენებლო მასალებს და აქვს ლოგისტიკური ცენტრი. ეს ასევე კარგი მაგალითია იმის, რომ ასეთი საწარმო საქართველოში შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც. კომპანია „ნოვამ“ ჩაანაცვლა იმპორტის უმეტესი ნაწილი და ასევე შეძლო პროდუქციის გატანა მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი, კონკურენტუნარიანი საწარმოები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფინანსო, სახელმწიფო და კერძო სექტორების ასეთი კარგი თანამშრომლობა, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

„ნოვას“ ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხმარდა. პროექტის ფარგლებში „ნოვამ“ მეტალოკრამიტის და პროფნასტილის სასახურავე მასალის, სასახურავე მასალის აქსესუარების, მეტალოკრამიტის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები გააფართოვა. პროექტი EBRD-ის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, „ნოვა“ 100-მდე დასახელების წყლის პოლიეთილენის ავზს, 100-მდე დასახელების თუნუქის ნაწარმს - სასახურავე მასალას და აქსესუარებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებს, აქსესუარებს და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილებს აწარმოებს. კომპანიის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში არსებული საგამოფენო დარბაზი და სასახურავე მასალების ქარხანა, ასევე საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა და ავზების საწარმო ქალაქ ბათუმში და აქტიურად მიმდინარეობს 10 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის მოწყობა ადლიის ფილიალში.

 

 

აღსანიშნავია, რომ „ნოვას“ აჭარაში მდებარე ფილიალი 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა - პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

 

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, EBRD-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ნოვაში“ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი OHSAS 18001:2007 ინერგება.

 

 

„ნოვას“ ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში 60-მდე, ხოლო მთლიანად თბილისისა და ბათუმის ქარხნებში 320 ადამიანია დასაქმებული.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი