„ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა რეალურად განადგურების საფრთხის წინაშე და ახლა ხშირად ამბობენ, რომ რადიკალიზმის დრო არ არის, თუმცა არის გამოწვევები, როცა რადიკალურ გამოწვევებზე საჭიროა რადიკალური კონსოლიდაცია და ეს პერიოდი საქართველოს ახლა დაუდგა“, აცხადებს „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც საქართველოში საპრეზიდენტო „არჩევნები არის მოპარული“, რის გამოც ყველა პოლიტიკური ძალა, ასევე პარტიებს მიღმა მდგომი ყველა ადამიანი უნდა დაირაზმოს თელავისკენ, სადაც 16 დეკემბერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია იმართება, და ივანიშვილს, „ხარბ ოლიგარქს“ და „პუტინის დავალებების შემსრულებელს“, სომხეთის მსგავსად გასცეს პასუხი.
„არჩევნები არის მოპარული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს დაწერა თავის დასკვნებში. ნახეთ, რა უბადრუკი წარმომადგენლობა ჩამოდის ამ ინაუგურაციაზე. ეს ხომ მაჩვენებელია უბრალოდ იმისა, რომ მთელი მსოფლიო გეუბნება: აჰაა, ჩვენი დასკვნები, პრაქტიკულად ძალით ნუ გვაღიარებინებთ იმას, რისი აღიარებაც არ შეიძლება, მაგრამ თქვენც გამოიჩინეთ თავი, თქვენც გაანძრიეთ ხელი. აქ უკვე აღარ არის საკითხი იმაზე, რომ „ქოცი“, „შუაშისტი“, „ნაციონალი“, აქ არის ერთი მხრივ ივანიშვილი, მეორე მხრივ დანარჩენი საქართველო - ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ჩაიდოს ჯიბეში და მეორე მხრივ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა, რომლის ახევასაც ცდილობს ეს ხარბი ოლიგარქი. და როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან, არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლაც არ უნდა იყოს სიძულვილის ენა. მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, სიძულვილი არ უნდა გქონდეთ, - უნდა გვქონდეს თუ არა პუტინის სიძულვილი?! უნდა გვქონდეს პუტინის სიძულვილი იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი. უნდა გვქონდეს თუ არა იმ ადამიანის სიძულვილი, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და სპობს, მათ შორის პუტინის დავალებით. და ასეთი ადამიანია ივანიშვილი და დიახ, მე ვამბობ, ჩვენ უნდა გვქონდეს საქართველოს მტრის, ივანიშვილის სიძულვილი მანამ, სანამ ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.
დღეს საქართველოში მილიონამდე ადამიანი, მილიონამდე აქტიური ამომრჩეველი ვერ ნიშნავს დარაჯსაც კი. სრულიად წარმოუდგენელია პოლიტიკურ პროცესში. ივანიშვილმა მათ, თქვენ ყველას გითხრათ, რომ თქვენ ამ ქვეყანაში არანაირი აქციები, მისი ენით რომ ვთქვათ, არ გაქვთ. რომ ყველაფერი აქვს მას. მან ეს ყველაფერი იყიდა ბითუმად. ამიტომ ახლა არის მოქმედების დრო.
ძალიან დიდ პატივს ვცემ სომხებს და მიხარია, რომ მათ შეძლეს ოლიგარქების მმართველობის გადაგდება, მაგრამ ძალიან მწყინს, რომ ეს ჯერ ვერ შეძლო საქართველომ... გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაგალითი, სადაც ბევრად ძლიერი პოზიციები ჰქონდათ ოლიგარქებს, ბევრად უფრო მეტი ფული ჰქონდათ და რუსეთის ჯარი დგას ყველგან და მთლიანად აკონტროლებს პრაქტიკულად ბერკეტების უმეტესობას. და მაინც გააკეთა იმიტომ, რომ ხალხი იყო ერთიანი. მაშინ ქართველებმა რატომ ვერ უნდა შევძლოთ იგივე? მარტო პარტიები კი არ მიდიან თელავში, არამედ ძალიან ბევრი ახალგაზრდა თვითონ ირაზმება და მიდის იმიტომ, რომ არავინ არავის არ უნდა დაელოდოს. ყველა უნდა იყოს ლიდერი. ახლა არ არის იმის დრო, ლიდერები რას გვეტყვიან და სააკაშვილი რას იტყვის ამსტერდამიდან, თუ ადგილზე ვინ რას იტყვის. ხალხო, თქვენ კარგავთ თქვენს ქვეყანას, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ყველანი ვართ ლიდერი საკუთარი თავის გადარჩენაში... ქვეყანას გართმევთ ივანიშვილი და თქვენ უნდა წამოიღოთ ის უკან. ნუ დაელოდებით ლიდერებს. ჩვენ აუცილებლად მას დავამარცხებთ. ჩვენ ის დავამარცხეთ არჩევნებზე. მან ჩვენი გამარჯვება მოიპარა, იმიტომ რომ ჩვენ ვითამაშეთ წესების მიხედვით და მან ყველა წესი დაარღვია და ახლა წესების დამრღვევს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი და აუცილებლად გასცემს პასუხს. არ შეიძლება, რომ ჩვენმა ერმა შეალახინოს ამ ჯაყოს თავმოყვარეობა“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.