ჩვენს ძალიან ხმამაღალ პროტესტს ხვალ გაიგებენ თელავში, აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 16 დეკემბერს, თელავში ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
უდუმაშვილის თქმით, თელავის გარდა, აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართება.
„ხვალ იქნება საპროტესტო დღე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად გაიმართება საპროტესტო აქციები. მთავარი აქცია იქნება თელავში. თბილისიდან მოეწყობა მრავალათასიანი მსვლელობა თელავის მიმართულებით. აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტი იმ ხელისუფლებას, რომელმაც წაართვა საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება და ფეხქვეშ გათელა მათი კანონიერი და კონსტიტუციური უფლება, თავად აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ „ქართულმა ოცნებამ" თავად დაინიშნა პრეზიდენტი", უთხრა „რუსთავი 2"-ს ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.