დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების ქარჩაიძეების ნასახლარს 2018 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„ქარჩაიძეების ნასახლარი წარმოადგენს ტერასულად განლაგებულ შეკრულ კომპლექსს. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები. პირველ სართულზე განთავსებული იყო ბოსელი, მეორეზე საცხოვრებელი ოთახები ბანიანი გადახურვით, ქვედა მხრიდან კომპლექსში შემომავალი გზა საყრდენი კედლით იყო შემოსაზღვრული, რაც თავდაცვის ფუნქციასაც ასრულებდა, საყრდენი კედლის დასავლეთ ნაწილში კონტფორსია შემორჩენილი. გარდა ქვედა გზისა, ბანიანი სახლების გაყოლებაზე-ჩრდილოეთით არსებობდა უფრო მოკლე გზაც. ბოსლებში შემორჩენილია გადახურვის საყრდენი ბურჯი (კულა), რომელზეც ხის კოჭები იყო გადებული. ზედა ნაწილში შეინიშნება ხის კოჭების ჩამოსადები ოთხკუთხა ბუდეები. თითოეულ საცხოვრებელ ოთახს აქვს სწორკუთხა ფორმის მოზრდილი ნიშები.
ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლები: სახლების განლაგების არქიტეტურული ფორმა, ქვის მხატვრული წყობა, სიძველე", აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.