აშშ-ის სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა „ობამაქეა“ - „ჯანდაცვის ხელმისაწვდომი აქტი“ - ტრამპმა გადაწყვეტილებას უწოდა „დიდებული ახალი ამბავი ამერიკისათვის“
15-12-2018, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ „ჯანდაცვის ხელმისაწვდომი აქტის“, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „ობამაქეა“, მთავარი ნაწილი არაკონსტიტუციურია. საქმე ახლა მოსალოდნელია, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში წავიდეს.

 


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა - რომელმაც პირობა დადო, რომ გააუქმებდა მისი წინამორბედის, ბარაქ ობამას 2010 წელს მიღებულ გარდამტეხ ჯანდაცვის აქტს, რომელიც სამედიცინო ხარჯების დაფარვის საშუალებას აძლევდა ბევრ ისეთ ამერიკელს, ვისაც მანამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ - იმის მიუხედავად, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა ჰყავს, „ჯანდაცვის ხელმისაწვდომი აქტი“ ჯერ კიდევ მოქმედ კანონს წარმოადგენს - ტეხასის მოსამართლის გადაწყვეტილებას უწოდა „დიდებული ახალი ამბავი ამერიკისთვის“.

 


ტრამპმა ასევე დაჟინებით მოუწოდა მომავალ სენატის უმცირესობის ლიდერს, ჩაკ შამერს და წარმომადგენლობითი პალატის „დემოკრატ“ სპიკერს, ნენსი პელოუსის „მიიღონ მძლავრი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩინებულ ჯანდაცვას“.

 


პელოუსიმ მოსამართლის დადგენილება აღწერა, როგორც „სასტიკი“ და „აბსურდული“ და განაცხადა, რომ ის გასაჩივრდება.

 


შამერმა კი აღნიშნა, რომ თუკი ტეხასელი მოსამართლის გადაწყვეტილება უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს, „ეს საშინელება იქნება ათეულობით მილიონი ამერიკული ოჯახისთვის“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი